13:26 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 12:22:58, 374 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ამ თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

"შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრას კერძო კომპანიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და მხარდაჭერის საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის. 

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმები, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენციის, შრომითი ტრეფიკინგის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხები.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ტრეფიკინგთან ბრძოლა, რომლისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics