12:34 - 18 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 09:09:36, 283 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 675 800-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 18 ოქტომბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 675 800;
  • ​ტანკი - 9 027;
  • ჯავშანტექნიკა - 18 053;
  • საარტილერიო სისტემა - 19 533;
  • სარაკეტო სისტემა - 1 232;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 978;
  • თვითმფრინავი - 369;
  • ვერტმფრენი - 329;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 17 152;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 620; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 26 908;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 448.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით, ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თბილისში, რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
ტრამპმა პუტინის ნარატივი გაიმეორა და ზელენსკი ომის დაწყებაში დაადააშაულა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics