|
2024-10-16 16:49:13, 494 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. "აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დაახლოებაზე დიდი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებამ, რომელიც ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს. ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „თბილისის მშრალი პორტის" პროექტზე, რომელიც წარმოადგენს ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების ერთგვარ გაგრძელებას და მათ პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს დააკავშირებს. აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გაზარდა მოთხოვნა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე, ისეთი ლოგისტიკური პროექტები კი, როგორიცაა თბილისის მშრალი პორტი, ხელს შეუწყობს აღნიშნულ დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას. შეხვედრაზე განიხილეს თბილისის მშრალი პორტის პროექტის მაჩვენებლები, მათ შორის, წლიური გამტარუნარიანობა, რომელიც გათვალისწინებულია 200000 TEU-მდე. ითქვა, რომ უკვე დასრულდა ტერიტორიის მოპირკეთება, ოფისის მშენებლობა, B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა. მშრალი პორტი 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყებს ფუნქციონირებას. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)