|
2024-10-16 13:22:45, 397 ნახვა
საზოგადოება
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.
აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში, გაგრძელდება12 კვირას და შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: ადგილობრივი და საერთაშორისო ბუთქემფი, თემატური სესიები, ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან, ნეთვორქინგ ღონისძიებები, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა და დემო დღე, სადაც სტარტაპები თავინთ კომპანიებს ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ. აღსანიშნავია, რომ წელს Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი დამეგობრდა Google for Startups-თან და საერთაშორისო ბუთქემფს მადრიდში, სწორედ Google for Startups-ის კამპუსი უმასპინლებს. აქსელერაციის ბოლო ეტაპზე, შერჩეული სტარტაპები გაემგზავრებიან სასწავლო ვიზიტით მადრიდში, გაეცნობიან ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და გაივლიან დამატებით ტრენინგებს. შერჩეული სტარტაპები:
სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 4 ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 2 მილიონ ევრომდე ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს. მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, "თიბისის" პროგრამა სტარტაპერი.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)