10:38 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 14:00:49, 540 ნახვა

მსოფლიო
ალიევი - სომხეთის წინადადება, ხელი მოეწეროს რაც აქამდე შეთანხმებულია და შეუთანხმებელი შემდგომ ეტაპებზე გადავიდეს, რეალობისგან შორსაა

სომხეთის მთავრობის წინადადება, ხელი მოეწეროს ყველაფერზე, რაც აქამდე არის შეთანხმებული და შეუთანხმებელი დებულებები შემდგომ ეტაპებზე გადავიდეს, სრულიად შორს არის რეალობისგან,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბელგიის სამეფოს ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჟულიენ დე ფრეიპონის რწმუნებათა სიგელების მიღებისას განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, სამშვიდობო ხელშეკრულების ყველა პუნქტი თანაბარია და ერთმანეთისგან მათი გამიჯვნა შეუძლებელია.

"ამ კუთხით სომხეთის მთავრობის წინადადებას განვიხილავ როგორც მიუღებელს, მე არ ვიცი ასეთი მიდგომის პრეცედენტი",- განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics