08:29 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 09:09:12, 565 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ სამხედროებსაც უგზავნის

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ სამხედროებსაც უგზავნის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება კავშირი რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იარაღის მიწოდება. ეს ფაქტობრივად არის ადამიანების გადაცემა ჩრდილოეთ კორეიდან ოკუპანტის სამხედრო ძალებში საბრძოლველად. ცხადია, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან განვითარებას საჭიროებს. ფრონტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემაზე და ჩვენი ძალებისთვის უფრო გადამწყვეტ მომარაგებაზე, ეს არ არის უბრალოდ სამხედრო საშუალებების ჩამონათვალი. ეს უკავშირდება აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას, რომელიც რუსეთისთვის უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მათ გაძლება შეუძლიათ და ეს ეხება უფრო დიდი ომის თავიდან აცილებას“,- აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics