|
2024-10-13 12:37:12, 533 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - პოლონური მარკეტინგული კომპანიის People PR შეფასებით, 2024 წელი ქართული ღვინისთვის ძალიან კარგი წელია
პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის People PR ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის იმპორტიორები და კომპანიის People PR წარმომადგენლები. ტურის ფარგლებში სტუმრებმა კახეთის რეგიონში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართულ ღვინოებს. სტუმრებისთვის თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. Walkaround Tasting გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა პოლონელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს. „ჩვენ ჩამოვიყვანეთ მაღალი დონის იმპორტიორების ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ღვინით. ისინი უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ, სწავლობენ ქართული ღვინის პოტენციალს პოლონეთისთვის, რომელიც საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ბაზარს. ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს პოლონურ ბაზარზე რეალიზაციის ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის მოცულობა; 2024 წელი ძალიან კარგი წელია ქართული ღვინისთვის. ეს მოგზაურობა დაგვეხმარება ჩვენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის პოლონურ ბაზარზე წარმატების მიღწევის სტრატეგიის შემუშავებაში“, - აღნიშნა People PR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილა ვარდინ-კოპერამ. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. პოლონეთში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)