|
2024-10-13 12:17:20, 388 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მუხიანში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კერძოდ მუხიანში, კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. „გავაშენეთ ახალი პარკი მუხიანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. აქაურობა ცუდ მდგომარეობაში იყო, დღეს კი, ასეთი ლამაზი სივრცე გვაქვს. გულს უხარია აქ მოსვლა, რადგან ყველაფერი მოწესრიგებული და გალამაზებულია. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემები, განათების ქსელი. ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია შესაბამისი სივრცე და ყველას შეუძლია მოვიდეს, დაისვენოს, გაერთოს. მოწყობილია საბავშვო ზონებიც. მიხარია, რომ ამ რაიონში ასეთი მნიშვნელოვანი პარკის პროექტი განვახორციელეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მუხიანში, IV ბ მ/რ-ში, N33 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს, 9 000 კვ.მ ტერიტორია შეემატა, რითაც გაიზარდა რეკრეაციული სივრცე. ამჟამად, სკვერი 16 331 კვ. მ ფართობზეა განთავსებული. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო 701 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 10 200 კვ. მ ფართობზე დაითესა ბალახი. დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული სკვერი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ, თბილისის საკრებულოს წევრებმა - კონსტანტინე ზარნაძემ, შალვა ოგბაიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ დაათვალიერეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)