14:53 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-12 18:14:07, 372 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი გრიშაშვილობის დღესასწაულს დაესწრო

კრწანისის რაიონში ტრადიციულად, გრიშაშვილობის დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და კახა გულედანთან ერთად დაესწრო. 

"კრწანისის რაიონში გრიშაშვილობას აღვნიშნავთ. ეს არის ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი იკრიბება.  ძალიან სასიამოვნო საღამოა. ადგილობრივებს ვულოცავ ამ დღესასწაულს. მინდა, წარმატებები და რაც მთავარია, მშვიდობა ვუსურვო ყველას",- განაცხადა კახა კალაძემ. 

გრიშაშვილობის დღესასწაულს ასევე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე,  საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ. 

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში თეატრალიზებული სანახაობა  გაიმართა. ხარფუხში გაცოცხლდა ძველებური ბაზარი, მოეწყო თემატური კუთხეები და ფოტოზონები. სპეციალურად ამ დღისთვის გაცოცხლდა ძველი თბილისური სცენები. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics