13:45 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 18:48:59, 387 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანში, I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.  ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანსაც. 

ჯამში, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 365 ლარი დაიხარჯა. 

ამასთან, მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სკვერი მიმდებარედ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთანაც მოეწყო. 

დასრულებულ სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო. 

"ბოლო პერიოდში პირველი მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან გავხსენით სკვერი. ახლა კი, მის მიმდებარედ 19-19ა კორპუსებთან მოვაწყვეთ რეკრეაციული ზონა.  ჯამში, ორივე მისამართზე  3 000 კვადრატულ მეტრამდე მოუწესრიგებელი სივრცე ავითვისეთ  და მოსახლეობას მრავალფუნქციური მოსასვენებელი ადგილი შევუქმენით. გლდანის გამგეობისთვის მწვანე სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებაა და კიდევ არაერთ სკვერს შევმატებთ რაიონს",- განაცხადა ბესიკ კალაძემ.

ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics