20:18 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 17:33:30, 615 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, კიდევ ერთი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რის შემდგომაც ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი წარსულში არსებული უთანხმოების გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ბრალდებულმა ასევე მეორე პირის მიმართ მოკვლის განზრახვით გასროლა განახორციელა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღი, ასევე ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები იქნა ამოღებული.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ორი პირის მიმართ), 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics