|
2024-10-09 11:06:40, 510 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი, 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ს მიერ, პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა, რაც აღნიშნულ ნომინაციაში ბაზისბანკის ზედიზედ მეორე საერთაშორისო აღიარებაა. Global Finance-ის დაჯილდოებაზე საერთაშორისო წარმატება ბაზისბანკის თანმიმდევრული ზრდის, ლიდერობის და კორპორატიულ საბანკო სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების მიწოდების დადასტურებაა. ბაზისბანკი 2024 წლის განმავლობაშიც დინამიურად ვითარდება და იურიდიული პირების დაკრედიტებით კვლავ მყარად იკავებს ადგილს ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში. „ბაზისბანკი საქართველოს ფინანსურ ინდუსტრიაში კორპორატიული საბანკო გადაწყვეტების შეთავაზების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ბანკია. გამოირჩევა სტაბილური ზრდით, კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომითა და რაციონალური მენეჯმენტით. ეს თვისებები ამყარებს ბანკის სანდოობას ბაზარზე და გამოარჩევს კონკურენტებისგან. ბანკის ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტურობა პრიორიტეტულია”,- ამბობს Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი, ვანდა რიჩი. „ბაზისბანკისთვის განსაკუთრებით საამაყოა მსგავსი საერთაშორისო აღიარება. აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის შრომის და ბიზნესებისთვის საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების დადასტურებაა. ჩვენ ვემსახურებით ჩვენი კლიენტების სტაბილურობისა და ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ჩვენს მიერ მიწოდებული პრაქტიკული და ეფექტიანი ფინანსური გადაწყვეტების მეშვეობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ვიყოთ გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს და ინდივიდუალურად ემსახურება თითოეულ მომხმარებელს, რაც ხაზს უსვამს ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის სანდო მეგზურს ფინანსურ სტაბილურობაში“,- აცხადებს ვახტანგ ვახანია, ბაზისბანკის კორპორატიული განყოფილების უფროსი. საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)