|
2016-02-23 17:52:51, 719 ნახვა
სამართალი
ანა ნაცვლიშვილმა მამუკა ახვლედიანს მისი გადაყენების საკითხის გაფართოებულ ფორმატში განხილვა შესთავაზა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა მამუკა ახვლედიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის გაფართოებულ ფორმატში განხილვა შესთავაზა. ნაცვლიშვილის განმარტებით, თუ ამგვარი ფორმატი ჩატარდება, მასში მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მამუკა ახვლედიანი და დაინტერესებული პირები მიიღებენ. საკითხის გაფართოებულ ფორმატში განხილვის შესაძლებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რელგამენტი ითვალისწინებს: "საბჭოს თავისი რეგლამენტით აქვს ასეთი შესაძლებლობა, რომ საკითხი განიხილოს გაფართოებულ ფორმატში, რაც გულისხმობს საბჭოს წევრების მონაწილეობას და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობას. ეს ფორმატი აქამდე გამოყენებული არ ყოფილა, რაც ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ბევრი საკითხი იხილება საბჭოში, რომელიც შეიძლება უფრო ფართო საზოგადოების ინტერესის საგანი იყოს, ვიდრე თავად საბჭოს წევრების. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავად საბჭოს ჩვეულებრივ სხდომებსაც ვესწრებით, მაგრამ გაფართოებული ფორმატი სხვა უფლებამოსილებას ანიჭებს დამსწრე პირებს, ვიდრე ის, რომ მონიტორინგით ვაკვირდებით ამ პროცესებს. ამიტომ დღეს უბრალოდ იდეის დონეზე შევთავაზე ახვლედიანს, რომ მიმართოს საბჭოს გაფართოებულ ფორმატში, სადაც ერთის მხრივ საბჭო და მეორეს მხრივ ახვლედიანი და მესამეს მხრივ სხვა დაინტერესებული პირები შევძლებთ საკითხის მოსმენას, ყველა პოზიციის მოსმენას ერთ ფორმტაში და ჩვენი შეხედულებების დაფიქსირებას. მიუხედავად იმისა ჩატრდება თუ არა გაფართოებული ფორმატი და კონკრეტული მსჯელობა წარიმართება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ საბჭომ მიიღო, არის უკანონო და დარჩება უკანონოდ", -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გადააყენა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)