|
2024-10-08 11:55:01, 362 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ეკა გიგაურს და „აირჩიე ევროპას“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მოეხსნათ
24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები, ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შეზღუდვები,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, “იმის მიუხედავად, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონიერად და მრავალი მტკიცებულების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, აღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს, მაინც მოეხსნათ ხსენებული სტატუსი და მიეცათ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა“. “მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონიერად და მრავალი მტკიცებულებების არსებობის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და წინასაარჩევნო გარემოს არდაზიანების მიზნიდან გამომდინარე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აღნიშნულ ორგანიზაციებს და პირებს მოეხსნათ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების სტატუსი და მიეცათ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა. 26 სექტემბერს “ფეისბუქზე“ გავრცელდა “ქართული ოცნების“ ბანერის გაყალბებული სურათი, რომლითაც “ქართული ოცნების“ დევიზი “აირჩიე მშვიდობა“ გაიგივებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან. სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა გაყალბებული ვიდეო მონტაჟი, რომლითაც თითქოს ქუთაისში განთავსებულ “ქართული ოცნების“ ბანერზე მითითებულია ყალბი დევიზი: “მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“. 3 ოქტომბერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გავრცელდა ვიდეო მონტაჟი, სადაც გორში განთავსებულ “ქართული ოცნების“ ბანერზე გაყალბებულია პარტიის სლოგანი და მითითებულია “მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ“,- განაცხადა მიქანაძემ.
ალიევი: ზანგეზურის დერეფანზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მომავალ წელს დასრულდება
სტუბი: შვიდი ფინური კომპანია აფართოებს თანამშრომლობას უკრაინასთან თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.
ნორვეგია 2027 წელს უკრაინას დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ომს, პოლარიზაციასა და დაყოფას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)