12:12 - 02 Oct, 2026
|
2024-10-04 16:24:53, 480 ნახვა
მსოფლიო
The Telegraph - ჰასან ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას დაკრძალეს
"ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი დაჯგუფების წევრზე დაყრდნობით ავრცელებს. დაჯგუფების წევრის თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო შიშით, რომ ისრაელისთვის დაკრძალვის ცერემონია ახალი სამიზნე არ გამხდარიყო. "ჰასან ნასრალა დროებით დაკრძალეს მანამ, სანამ გარემოებები არ მოგვეცემს საშუალებას, რომ საჯარო დაკრძალვის ცერემონია ჩავატაროთ",- აცხადებს დაჯგუფების წევრი. შეგახსენებთ, "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა. ნასრალა დაჯგუფებას 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)