16:36 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 16:03:56, 564 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო

თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან  და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის  წევრებთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო.

პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მანანა კობახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ყოველთვის უნდა გავიხსენოთ 23 თებერვალი,  ის დღე როცა 1921 წელს განსაკუთრებული გმირობა და თავდადება გამოიჩინეს ჩვენმა თანამებრძოლებმა და თანამემამულეებმა, რომლებსაც მხოლოდ ერთდაერთი რამ ამოძრავებდათ, რომ თავიანთი სამშობლო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი და  მშვიდობიანი. შესაბამისად ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. თითოეული ჩვენთაგანის ვალია გავიხსენოთ ისინი,   პატივი მივაგოთ მათ ღირსეულად და გადავცეთ მომავალ თაობას ის საგმირო საქმეები, რაც მათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩაიდინეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ღონისძიების ფარგლებში , თბილისის პარლამენტის შიდა ეზოში,  იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics