21:17 - 21 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 14:19:55, 405 ნახვა

სამართალი
პროკურორის განცხადებით, ჯაიანს ჩაუტარდება ექსპერტიზა იმის დასადგენად, დანაშაულის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა

ქართველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პროკურორმა თქვა, აღნიშნულს ითვალისწინებდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

ნიშნიანიძის თქმით, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ჯაიანს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანენ.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ბრალდებულ ბექა ჯაიანის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსებასთან დაკავშირებით.

ამ გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარულ-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასადგენად იმისა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ბექა ჯაიანი. ამასთან, იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული.

აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით, რომელიც იყო დასაბუთებული და სასამართლომ ის დააკმაყოფილა. შესაბამისად, ის მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით... 

ისეთი კატეგორიის შინაარსისა და სპეციფიკის დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიც არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეები, აბსოლუტურად ყველა საქმეზე ინიშნება სასამართლო-სტაციონარული- ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ბუნებრივია, ამ სისხლის სამართლის საქმეზეც მოხდა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება. რაც შეეხება შედეგებს, ეს უკვე ექსპერტიზაზეა დამოკიდებული",- აცხადებს პროკურორი. 

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.

19 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბექა ჯაიანი დააკავა.

უწყების ცნობით, "ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

20 სექტემბერს, დაკავებულ ჯაიანს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, იმავე დღეს ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში სვანების, რაჭველების, აჭარლების, იმერლების, მეგრელების და ქართლელების მსვლელობები იმართება [ვიდეო]
2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
ზურაბიშვილი - მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე სიტყვით გამოვალ
ზურაბშვილი - ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics