09:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 12:39:24, 275 ნახვა

საზოგადოება
მარიასინი - საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბონში გამართული ,"ევროპის ტყეების’" მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინთან. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"კერძოდ, ისაუბრეს ჰაერის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირების კუთხით ერთობლივი მუშაობა ხორციელდება; ასევე, აქტიურად მიდის თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტყის მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა გარემოსდაცვითი მიმართულებები.

შეხვედრაზე დმიტრი მარიასინმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სატყეო სექტორში არსებულ თვალსაჩინო პროგრესს და ყურადღება გაამახვილა საქართველოში ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არსებულ რეფორმებზე, მათ შორის, ახალ ტყის კოდექსსა და ტყის ეროვნულ ინვენტარიზაციაზე.

აღინიშნა, რომ საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია საქართველოსთან სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics