|
2024-10-02 10:06:57, 419 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“, Kovzy, VISA და GLOVO ერთობლივ პროექტს განახორციელებენ
E-commerce in a box წარმოადგენს "თიბისის", Kovzy-ს Visa-სა GLOVO-ს ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საკვები ინდუსტრიის/სარესტორნო ბიზნესების ხელშეწყობას, მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდას. პროგრამა მონაწილე ბიზნესებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე. იმ შემთხვევაში, თუ "თიბისის" მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესს/კვების ობიექტს არ აქვს საიტი, KOVZY პროექტის ფარგლებში აუწყობს საიტს, მიწოდებას უზრუნველყოფს GLOVO, ხოლო "თიბისი" უზრუნველყოფს გადახდებს და მას "თიბისი" ბიზნესი 3 დამატებით სარგებელს სთავაზობს: 1. ბიზნესს ეხსნება ყოველთვიური შევსებადი საკომისიო; 2. 1 წლის განმავლობაში ხდება "თიბისის" ბიზნეს ნაკრების მომხმარებელი უფასოდ; 3. E-commerce არხში VISA - ს ბარათით გადახდის შემთხვევაში, მას უკან დაუბრუნდება საკომისიო თანხა, მაქსიმუმ 300 ლარი. პროგრამის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესებს ისარგებლონ ციფრული კომერციით. ელექტრონული კომერციის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდებით, პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს გადალახოს ციფრულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული წინაღობები, გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა და გაზარდოს შემოსავლის წყაროები. პროგრამა გათვლილია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფე-რესტორნების კატეგორიაში 100 მცირე და საშუალო ბიზნესზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)