|
2016-02-23 12:33:53, 772 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანის შეფასებით, მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საკითხზე დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიერ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების წესდების გამჟღავნების თაობაზე წარმოებული მოკვლევის მასალებს ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აინტერესებს როგორც ჩაატარა საბჭომ მოკვლევა, როცა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე კომისისს წევრების გარეშე აწარმოებდა მოკვლევას. ახვლედიანის თქმით, არავინ არ იცის რამდენად რეალური მასალები გადააგზავნა საბჭომ პროკურატურაში. „საინტერესოა როგორც ჩაატარა საბჭომ მოკვლევა, რა უფლება ჰქონდათ ტერმინი მოკვლევა, რომელიც შევარდნაძის ბოლო წლებშიც კი აღარ იყო გამოეყენებინათ და რას ნიშნავს მოკვლევა. ჩემთვის გასაკვირია, როცა საბჭოს მდივანი, რომლიც არის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე თვითონვე ახდენს თავის კომისიაში კომისიის გარეშე მოკვლევას. შემდეგ კი კაცმა არ იცის რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში, როგორ გამოარკვიეს საკითხები, როცა ამ საკითხებში მარტივად გეტყვით ჩართულია სასამართლო სისტემის მაღალჩინოსანი. რატომ იყო დუმილი სამი თვის განმავლობაში ამ საკითხებზე, იქნებ მარტო ერთი გამოცდა არ არის გამოსაკვლევი, იქნებ ბევრი იყო ასეთი“, - განაცხადა მამაუკა ახვლედინმა. ახვლედიანი აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა. „ძალიან უხერხულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს პროკურატურა და საერთოდ შეიძლება მისი საპარალამენტო-საგამოძიებოკომისია შეიქმნას, სხვანაირად საზოგადოების ნდობას ეს გამოძიება ვერ მოიპოვებს“, - აღნიშნა ახვლედიანმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)