|
2024-09-30 17:07:12, 390 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო
"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამიერიდან, "საქართველოს ბანკის" მობილბანკში შესრულებული ყოველდღიური, რეგულარული აქტივობების შედეგად, მომხმარებლები დაჯილდოვდებიან და მედლებსა და წამახალისებელ საჩუქრებს მიიღებენ. მობილბანკში მედლების სივრცე უკვე ხელმისაწვდომია. მედლების მოპოვება კი რეგულარული ფინანსური და არაფინანსური აქტივობის შესრულების შედეგადაა შესაძლებელი, როგორიცაა: მაგალითად, გადარიცხვებისა და გადახდების განხორციელება, ფულადი გზავნილის გაგზავნა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გააქტიურება და სხვა. მედლები ორი სახისაა - სტატუსის მედალი, რომელიც მომხმარებელს ლოიალობის სტატუსის მიხედვით გამოუჩნდება და მისი მოპოვება პროდუქტების აქტივაციითა და ყოველთვიურად კონკრეტული რაოდენობის გადახდების შესრულების შემდეგაა შესაძლებელი. ხოლო საჩუქრის მედლების მიღებას მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო აქტივობების შესრულებით, მაგალითად, ანაბრის გახსნით ან თუნდაც თანხის გადარიცხვით შეძლებენ. თითოეულ მედალს შესაბამისი საჩუქარი აქვს - PLUS ქულები, ფასდაკლების ვაუჩერები, ქეშბექები და სხვა. იმისათვის, რომ ნახოთ მედლებისა და საჩუქრების სივრცე, მობილბანკის „ჰაბს“ უნდა ესტუმროთ. მედლების სივრცეში პირველ პოზიციაზე ლოიალურობის პროგრამის სტატუსის მედალი დაგხვდებათ, რომელიც Starter, Bronze, Silver და Gold სტატუსებს აერთიანებს. მათ განსხვავებული უპირატესობა აქვთ (მაგალითად, გადახდისას მეტი PLUS ქულის დაგროვება, ფასდაკლება ევექსის კლინიკებში და სხვა), სტატუსის გაუმჯობესება ან შენარჩუნება კი სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის შედეგად შეიძლება. ამავე გვერდზე წარმოდგენილია საჩუქრის მედლების ჩამონათვალი, როგორებიცაა, „თანამედროვე ფინანსისტი“, „ავტო მზრუნველი“, PLUS დებიუტანტი”. აქვე ნახავთ იმ აქტივობების სიას, რომელთა შესრულების შემდეგაც დასაჩუქრდებით. აღსანიშნავია, რომ მედლებისა და საჩუქრების მოსაპოვებლად დრო შეზღუდული არ არის და იგი აპლიკაციაში მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ "საქართველოს ბანკის" მობილბანკის აპლიკაციის უახლესი ვერსია. აპლიკაციის გადმოსაწერად ან გასაახლებლად კი მიჰყევით ბმულს. ინფორმაციისთვის, სტატუსის მედალი ხელმისაწვდომი არ არის SOLO და WM მომხმარებლებისთვის.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)