|
2024-09-27 21:13:24, 393 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი - მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიას გავაცანით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი
2024 წლის 27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ეგიდით, საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოხდა გზამკვლევის "Tourism Doing Business: Investing in Georgia" წარდგენა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. "გზამკვლევი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა, რომლის მომზადებაშიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" გუნდი აქტიურად იყო ჩართული. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდური სახით. მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. 2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)