|
2024-09-27 16:12:15, 384 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრ აჰმედ ალ ხატეებს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს აჰმედ ალ ხატეებს შეხვდა, რომელიც საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის მსოფლიო დღის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას საუდის არაბეთთან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, რომელიც 2024 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. ხაზი გაესვა საბჭოს მნიშვნელობას ორი ქვეყნის დაახლოების მიმართულებით. "ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობაზე ვაჭრობის სექტორში. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებთან, მათ შორის, საუდის არაბეთთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთის საქმიანი წრეებს შორის ბოლოდროინდელ გააქტიურებას. აღინიშნა, რომ ქართველი და საუდელი ბიზნესმენების საქმიანი კავშირების გამყარებას ხელს უწყობს საქართველო - საუდის ბიზნეს საბჭოს საქმიანობა, რომლის ორგანიზებითაც რეგულარულად იმართება ბიზნეს ფორუმები. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საუდის არაბეთიდან როგორც პირდაპირი ფრენების, ისე ვიზიტორების რაოდენობა. კერძოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 44 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მოიცავს მხარეთა კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას ორივე ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ტურიზმის შესახებ ინფორმაციის და საუკეთესო გამოცდილების გაცვლას, ორ ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას, საინვესტიციო პაკეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, საპრომოციო აქტივობების გატარებას და დარგის ექსპერტების ურთიერთგაცვლას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)