|
2024-09-24 15:08:01, 348 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჩავარდეს
რუსეთი გმობს ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო თავდასხმებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში. "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის დამანგრეველი შედეგები აუცილებლად იმოქმედებს ყველაზე - როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო და რეგიონულ პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფული სცენარი. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ რეგიონში არცერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვების ხარჯზე", - განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)