12:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 10:07:48, 261 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქმა უკვე მეოთხედ „ევროპული მობილობის კვირეულს“ უმასპინძლა

„საერთო საჯარო სივრცე“ - აღნიშული თემის ირგვლივ, 16-22 სექტემბერს, ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციულად, შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.

„მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და გამოიყო სპეციალური სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. გაიმართა ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენა. მიცკევიჩის ქუჩაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალური ავტობუსების ამსახველი ფოტომასალაც. 

კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, მოეწყო იმიტირებული ველორბოლა და ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცათ.

გარდა ამისა, 16 და 21 სექტემბერს ჩატარდა ღონისძიება - „საღამო მეტროში“. დაინტერესებული მოქალაქეები, ასევე, სტუმრობდნენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის” მეორე ავტობაზას.

„მობილობის ევროპული კვირეული“ არის კამპანია, რომელიც სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

ღონისძიებების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics