|
2024-09-19 20:20:00, 521 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 20-26 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალზე 31 მოკლემეტრაჟიანი და 11 სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი. კინოფესტივალ ,,თაობის” აქტივობები ქალაქ ქუთაისში შემდეგ სივრცეებში ჩატარდება:
ფესტივალში ყოველდღიურად 700-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას - ისინი დაესწრებიან სპეციალურად მათთვის შერჩეული ფილმების კინოჩვენებას, ჩაერთვებიან მოდერირებულ დისკუსიებსა და შემოქმედებით ჯგუფებთან შეხვედრებში. მოუსმენენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ლექციებს, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში და ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენენ. ღონისძიების ფარგლებში, 21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის პირველ სკოლაში გაიმართება ვორკშოპი, რომელსაც „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მასწავლებელი - მარეხ მაზანაშვილი გაუძღვება. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნობიან მომავლის ტექნოლოგიებს, გაიგებენ როგორ არის დაპროგრამებული ჭკვიანი მოწყობილობები, რა გზები არსებობს ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და სხვა. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ ღონისძიების ტერიტორიაზე განთავსებულ „საქართველოს ბანკის“ სტენდს და მიიღონ სპეციალური შეთავაზებები. ინფორმაციისთვის, ფესტივალი 20 სექტემბერს, 19:30 საათზე ი. გრიშაშვილის ქუჩაზე იტალიური ფილმის ,,ხვალინდელი დღეც გვაქვს“ საჯარო ჩვენებით გაიხსნება. აღნიშნული კინოჩვენება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. დახურვის ცერემონია კი 26 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებული ფილმები გამოვლინდებიან, ხოლო ღონისძიება ქართული ჯგუფების კონცერტით დასრულდება. კინოფესტივალის შესახებ: „თაობა“ არის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული კინოფესტივალი, რომელიც 2018 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში დაარსდა. ის ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას. კინოფესტივალი არაკომერციულია და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა სრულიად უფასოა. საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ არის ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის (European Children's Film Association) ერთადერთი წევრი საქართველოდან, ევროპული კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს“ ქართველი პარტნიორი და თანამშრომლობს ათობით საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით.
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
ყალბი ცნობით 20 600 კგ დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარებას ცდილობდნენ – საგამოძიებო
შელაპარკებისას პირმა უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრა - იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)