|
2024-09-19 11:39:31, 347 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - easyJet-ი ფრენებს საქართველოში ერთდროულად ევროპის 3 ქალაქიდან დაიწყებს
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, მოლაპარაკების შესახებ და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თითქმის ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და დღეს, შედეგი სახეზეა. “2023 წლის მონაცემებით easyJet-მა 83 მლნ მგზავრის გადაყვანა შეძლო. მათი წლიური შემოსავალი 10.9 მლრდ აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. შესაბამისად ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია. როგორც ავიაციაში ვამბობთ, მსგავს ავიაკომპანიებს შეუძლიათ “to put you on the map”. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ განვითარებისა და სწორი პოლიტიკის, რომელიც საავიაციო ინდუსტრიას გააჩნია და ავიაკომპანია easyJet-ი უკვე 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლონდონი წლების მანძილზე იყო ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, სადაც პირდაპირი ფრენა არ გვქონდა. უმნიშვნელოვანესი იყო ჟენევის მიმართულება, რომელიც ევროპის შუაგული და პოლიტიკური ცენტრი გახლავთ და მილანი, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო ტურისტული მიმართულებაა“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მისი თქმით, რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ირაკლი ქარქაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მგზავრთნაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება. “დარწმუნებული ვარ, რომ easyJet-ის ოპერირება იქნება წარმატებული და ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს. ეს სამი მიმართულება იქნება მხოლოდ დასაწყისი ჩვენი თანამშრომლობის და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მიმართულებას შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს“,- განაცხადა ქარქაშაძემ. ბრიტანული მულტინაციონალური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)