|
2024-09-18 11:08:33, 438 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საუკეთესო ბანკი საქართველოში - Global Banking & Finance Awards-ის ზედიზედ მეორე აღიარება
გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი ზედიზედ მეორედ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად დასახელდა. Global Banking & Finance Awards 2024-ზე ბაზისბანკის საერთაშორისო აღიარება, ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ბანკის ძლიერი სტრატეგიიდან გამომდინარეობს და საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ზრდისა და განვითარების იდეისადმი ბანკის ურყევ ერთგულებას ადასტურებს. ბაზისბანკი ყოველწლიურად აძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორის რეპუტაციას, მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტებს და საუკეთესო საბანკო გამოცდილებას სთავაზობს. 2024 წელსაც დინამიურად გაგრძელდა ბაზისბანკის განვითარება და ბიზნესის დაკრედიტების მიხედვით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში კვლავ მყარად იკავებს პოზიციას. „ბაზისბანკი, ქვეყნის ფინანსურ ინდუსტრიაში, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია. ბაზისბანკის მიერ ბიზნესებისთვის შეთავაზებული უწყვეტი და წარმატებული მხარდაჭერა იმ სპეციფიკური გამოწვევების ღრმა ცოდნას გამოხატავს, რომელთა წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნესი დგას. ბაზისბანკმა, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტებით 2024 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ. აღნიშნული ჯილდო ბანკის ინოვაციური მიდგომის, კლიენტზე ორიენტირებული სტრატეგიისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში თანმიმდევრული მუშაობის დადასტურებაა“,- აცხადებს Global Banking & Finance Review-ს რედაქტორი, ვანდა რიჩი. „ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, ბაზისბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად, საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ზედიზედ მეორედ დასახელება. მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული 30-წლიანი ისტორიით, ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნესებისთვის მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ფინანსური მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება, რომლებიც დამყარებულია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მიდგომაზე და მხარს უჭერს ბანკსა და ბიზნესს შორის გრძელვადიან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ბაზისბანკის პროფესიონალთა გუნდის თანმიმდევრული შრომისა და ბიზნესისთვის პრაქტიკული და რაციონალური გადაწყვეტების შეთავაზების მორიგი დადასტურებაა“,- ამბობს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსი, არჩილ ჩაჩხიანი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)