08:31 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 12:04:32, 773 ნახვა

სამართალი
ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, საზეიმოდ გაიხსნება

ხვალ, 12:00 საათზე, ბულაჩაურის ქუჩაზე,   თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, საზეიმოდ გაიხსნება.

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მანვე მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი წესის ასამოქმედებლად  სრული მზადყოფნაა.

"გავიარეთ ყველა დეტალი, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებას დაუკავშირდებოდა. ასევე გავიარეთ პროკურატურის მიერ შექმნილი რეკომენდაციები. გავიარეთ ყველა ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელსაც სჭირდებოდა შეთანხმება რიგ საკითხებზე. ასეთივე შეხვედრა გუშინ  გვქონდა წყალტუბოში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში. მოსამართლეებმა  დაადასტურეს, რომ არის სრული მზადყოფანა უკვე კანონის რეალურად ასამოქმედებლად. ხვალ, 12 საათზე, ბულაჩაურის ქუჩაზე საზეიმო გახსნას ვაკეთებთ იმ სასამართლოსი, რომელიც არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაწილი", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics