|
2024-09-13 14:52:16, 308 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დოკუმენტს ხელი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ და მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა, ნატალია პატარიძემ მოაწერეს. "ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც ახალდაარსებულმა მულტიფუნქციურმა ცენტრმა გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, არაფორმალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობის კუთხით თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. პირველ ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანება მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის, შეიმუშავებს "საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების" სასწავლო კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტები სტაჟირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაივლიან. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების პროფესიული და დარგობრივი კურსების შეთავაზებას დაინტერესებული პირებისათვის. ერთის მხრივ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დაეხმარება ცენტრს შექმნას სწორი სილაბუსი და გააცნოს ავიაციის ძირითადი პრინციპები ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ შევთავაზებთ მათ დასაქმებას. აღნიშნული თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან რომ საავიაციო ინდუსტრია მნიშვნელოვნად განიცდის კადრების დეფიციტს, ეს გახლავთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინდუსტრია და ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ მუდმივად ხდებოდეს ახალი კადრების მომზადება და მათთვის დასაქმებისა და ვაკანსიების შეთავაზება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მემორანდუმის თანახმად, აეროპორტების გაერთიანება და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი, თანხმდებიან შეუწყონ იმერეთის რეგიონში საავიაციო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით, არაფორმალური მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამის განვითარებას. "ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა დღეს ოფიციალურად დაიწყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არაფორმალური მომზადება/გადამზადების პროფესიული კურსების დანერგვას ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე. მნიშვნელოვანია ამ დარგის პოპულარიზაცია, რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქუთაისის და მთლიანად, იმერეთის რეგიონის ტურიზმის ფუნქციის განვითარებაში და ჩვენ ჩვენის მხრივ ამ დარგს პოპულარიზაციას ამ ფორმით შევუწყობთ ხელს", - განაცხადა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა, ნატალია პატარიძემ. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ახლახან დაარსდა და მისი მთავარი საგანმანათლებლო დარგები იქნება ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავიაცია და ტურიზმი.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)