|
2024-09-12 14:41:46, 579 ნახვა
სამართალი
„მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული სასამართლოსგან სხვა მოლოდინი არ გვქონდა“ - ირაკლი ნადირაძე სასამართლომ დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა. როგორც თავად ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნა, "მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული სასამართლოსგან" სხვა მოლოდინი არ ჰქონდათ. "სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო არ ჰქონდა სამართალდარღვევასთან. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებსაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და ამბობენ, რომ იყო სპეცოპერაცია, მაგრამ ამბობდნენ, რომ კამერით არ იღებდნენ, რადგან გაფუჭებული იყოო. მთავარი, რატომაც ეს ყველაფერი კეთდება, არის ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეგვეშალოს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომ არ ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, გაზრდილ ფასებზე; იმაზე, რომ ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს 14-მილიარდიან დახმარებას, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ძლიერ ქართულ ოჯახს. ამ ყველაფერზე ლაპარაკის ნაცვლად, დაგვატარებენ სასამართლოებში, ზოგს ჯარიმებს გვიწესებენ, ზოგს აპატიმრებენ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ; ქვეყანა უნდა წავიყვანოთ სწრაფი სვლით ევროპისკენ; ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პროკურატურა, პოლიცია, ნორმალური ჯანდაცვა, ნორმალური განათლება და ყველა ის სიკეთე, რაც არის ევროპაში. ივანიშვილმა იცის, რომ ამ არჩევნებს აგებს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედებები. მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული სასამართლოდან არანაირი მოლოდინი არ გვქონდა. ხვალ არის ირაკლი ეძგვერაძის პროცესი და ალბათ, იქაც მსგავსი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ 26 ოქტომბრამდე მოვითმენთ. მთავარი არის ერთიანობა, მივიდეთ არჩევნებზე და საქართველო სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადავ არ არის ასეთი მარაზმი, სადაც ადამიანებს ექნებათ კეთილდღეობა, მაღალი შემოსავალი, მაღალი პენსიები, ევროპული ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად მიდიან ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო 100-მდე ადამიანი, იღებდა არაერთი კამერა, არცერთი მტკიცებულება არ წარმოადგინეს, არცერთი ნეიტრალური მოწმე არ დაკითხეს და დღეს იმ სამი პოლიციელიდან, რომელიც დაკითხეს, ერთს წამოსცდა, რომ იქ მხოლოდ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე კი არ ვუშლიდით ხელს, არამედ თურმე დანარჩენი ადამიანებიც უშლიდნენ ხელს და მაშინ მხოლოდ ჩვენ ორნი რატომ დაგვიჭირეს? მოსამართლე მიხვდა, რომ ეს წამოცდენა ჰქონდა შსს-ს ცრუ მოწმეს და იძულებული გახდა, ჩარეულიყო და ეს კითხვა აერიდებინა პოლიციელისთვის", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)