15:44 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 22:08:31, 699 ნახვა

საზოგადოება
ავარია უჯარმის ციხესთან - დაღუპულია მცირეწლოვანი ბავშვი

ავარია უჯარმის ციხესთან დღეს საღამოს მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.

მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია. ამ დროისთვის საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული ორი მოქალაქეა მიყვანილი, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ერთ-ერთს კი ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. დაშავებულებს კიდურებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნებათ.

საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის განცხადებით, ავარიაში მოყოლილი ბავშვი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

თბილისიდან და თელავიდან მომავალი სამარშუტო ტაქსების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics