00:35 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 12:01:16, 373 ნახვა

საზოგადოება
მერია - მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

"დავამთავრეთ ამირეჯიბის ე.წ.  ახალი გზისა და თამარაშვილის გამზირის კვანძის პროექტი. შედეგად, მოგვეცემა შესაძლებლობა, გავზარდოთ გამტარუნარიანობა, ასევე, მოხსნილი იქნება ის პრობლემა, რომ ავტომობილები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მოძრაობა დარეგულირებული იქნება შუქნიშნით. დღეიდან გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი გაიხსნება. დარჩენილია გამწვანების სამუშაოები, რასაც ოთხი-ხუთი დღე დასჭირდება", - განაცხადა კალაძემ.

შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც,  რკინაბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომლის საშუალებითაც, სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება.

აღნიშნული პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო სამუშაოები მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics