09:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 11:03:45, 568 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ახლა მნიშვნელოვანია, სამთავრობო ინსტიტუტები მაქსიმალურად აქტიურად მუშაობდნენ

ახლა მნიშვნელოვანია, სამთავრობო ინსტიტუტები მაქსიმალურად აქტიურად მუშაობდნენ - უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გარკვეული შედეგების მოლოდინი აქვს უკრაინისთვის იარაღის უფრო აქტიური მიწოდების, ენერგეტიკის დაცვისა და განადგურებული ტერიტორიების აღდგენასთან დაკავშირებით.

"მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. მადლობელი ვარ პარლამენტის, რომ მხარი დაუჭირა შესაბამის კანდიდატურებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ინსტიტუტები ახლა მაქსიმალურად აქტიურად მუშაობდნენ - უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე. ყველა დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოყო, მათ შორის მეტი ინვესტიციის მოპოვება პარტნიორებისგან თავდაცვით წარმოებაში, ასევე წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში.

შეგახსენებთ, 5 სექტემბრის სხდომაზე რადამ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებასაც დაუჭირა მხარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics