|
2024-09-05 15:34:19, 510 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას ხალხის პრობლემებზე, მაგრამ მათი პასუხი თავადასხმა და ძალადობაა
ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას ხალხის პრობლემებზე, მაგრამ მათი პასუხი თავადასხმა და ძალადობაა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ სწრაფად მოხდეს ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რადგან მისი დაკავება საარჩევნო კამპანიის წარმართვას ხელს უშლის. "ჩვენი ამოცანაა ყოველდღიურად მოქალაქეებს ვესაუბროთ თემაზე, რომელიც მათ აწუხებთ და ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას, რომ 350 ათას პენსიონერს გავუუქმოთ კაბალურ პირობებში აღებული სესხი. მათი პასუხი კი ვიხილეთ გუშინ - ირაკლი ეძგვერაძეს დაესხნენ თავს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ზონდერები და შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ მოხდა მისი დაკავება. უმნიშვნელოვანესია სწრაფად მოხდეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლება რადგან, ყოველდღიურ რეჟიმში საარჩევნო კამპანიის წარმართვაში გვეშლება ხელი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მთავარი ამოცანაა დისკუსია გაიხსნას ხალხის საჭიროებებზე და ხელისუფლებას, ივანიშვილის ნომინალურ წარმომადგენელს, ირაკლი კობახიძეს ვთავაზობ დისკუსიას და დებატებს ამ თემებზე, რომელიც ეხება ხალხს და არა ხელების გადაგრეხით და თავპირის დალეწვით, რაც მათი ხელწერაა, არამედ დავსხდეთ და თუ გაქვთ სალაპარაკო წლის თავზე ხალხთან, ვისაუბროთ ამ თემებზე, თუ როგორ მოგვარდება ეს პრობლემები", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 4 აგვისტოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)