16:32 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 12:12:14, 339 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ, ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია

NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ანუ არ გინდა გერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდები, აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმი, რაც კონკრეტული ორგანიზაციის მისამართით შეიძლება მოხდეს, არის ერთჯერადად 25 000-ლარიანი ჯარიმის გამოწერა.

"ეს არის მაქსიმუმი. ვერავითარ ფონს ისინი ვერ შექმნიან, როგორც არ უნდა მოინდომონ. მეტის დროც არ არის დარჩენილი, დაახლოებით თვე-ნახევარია დარჩენილი არჩევნებამდე. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოასწროს იუსტიციის სამინისტრომ, ეს არის კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ ერთჯერადი ჯარიმის გამოწერა. რა ფონი უნდა შექმნან ამ ყველაფრით. როგორც არ უნდა სცადონ ხელოვნურად ამ ყველაფრის აგორება, ვერავითარი ფონი ვერ შეიქმნება. გარდა ამისა, რაც შეეხება სტიგმატიზაციას, ერთი საინტერესო ფაქტია - NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ანუ არ გინდა გერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდები. აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი, მთლიანად საკუთარ სიცრუეში და ფარსში არიან გახვეული, რასაც, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ მიიღებს და არ იყიდის", - აღნიშნა კობახიძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics