|
2024-09-05 11:58:10, 375 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „სირცხვილია" იყო იმ აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელიც „გამჭვირვალობის შესახებ კანონს" რაცხავდა რუსულ კანონად და საბოლოო ჯამში აღიარა
ორგანიზაცია "სირცხვილია" იყო იმ აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელიც "გამჭვირვალობის კანონს" რაცხავდა რუსულ კანონად და საბოლოო ჯამში, "სირცხვილიამ" აღიარა ის, რომ არავითარი რუსული კანონი ეს არ არის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის პირველადი განაცხადით, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ კანონი არის აბსოლუტურად სუფთა და გამართული იურიდიული თვალსაზრისით, არ ახლავს არავითარი სტიგმატიზაცია და შეზღუდვები. "სირცხვილიამ" აღიარა ის, რომ არავითარი რუსული კანონი ეს არ არის. უფრო მეტიც, მათ აღიარეს, რომ არავითარი სტიგმატიზაციის პრობლემა არ ახლავს ამ კანონს და აღიარეს, რომ არავითარ ტვირთს არ აკისრებს ორგანიზაციებს, არავითარ შეზღუდვებთან არ არის დაკავშირებული და ა.შ. ეს აღიარა „სირცხვილიამ", მთავარმა ორგანიზატორმა იმ აქციებისა, რომელიც იმართებოდა ამ კანონის წინააღმდეგ. როგორ გაგრძელდა პროცესები, ესეც ნახეთ - წავიდა ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი იმ ორგანიზაციაზე, რომელიც თვითონ გამოირჩევა, პირველ რიგში, სწორედ ლიბერალური ფაშიზმით, ეს არის ორგანიზაცია „სირცხვილია" და თვითონ ვერ გაუძლო იმ მეთოდს, რომელსაც აქტიურად იყენებს ხოლმე. დაამტკიცა, რომ მართლაც სირცხვილია ის ორგანიზაცია, რომელსაც "სირცხვილია" ეწოდება. ძალიან დიდი სირცხვილია სინამდვილეში ეს ორგანიზაცია ჩვენი საზოგადოებისთვის და ის ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის იყო აქამდე სირცხვილი, დღეს სირცხვილი გახდა თავისივე პარტიული ამხანაგებისთვის - „კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის". რეალურად, "სირცხვილიამ" დაადასტურა, რომ არც სტიგმატიზაციის და არც შეზღუდვების პრობლემა ამ კანონს არ ახასიათებს. გარდა ამისა, 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის პირველადი განაცხადით, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის აბსოლუტურად სუფთა, გამართული იურიდიული თვალსაზრისით. არ ახლავს არავითარი სტიგმატიზაცია და შეზღუდვები. ყველა დაინახავს, რომ არის 450-ზე მეტი ორგანიზაცია, ისინი ჩვეულებრივად გაივლიან რეგისტრაციას და ამის ერთადერთი შედეგი არის ის, რომ იქმნება ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც შედის საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერი ადამიანი და იღებს ინფორმაციას ამ ორგანიზაციის დაფინანსების თაობაზე. მეტი არაფერი ხდება და ამას ყველა დაინახავს,"- აღნიშნა კობახიძემ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)