|
2024-09-05 09:08:08, 484 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ბერლინმა უკრაინისთვის IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემის დამატებით 17 ერთეული შეუკვეთა
ბერლინმა უკრაინისთვის IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემის დამატებით 17 ერთეული შეუკვეთა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, IRIS-T-ის სისტემები უკრაინის თავდაცვის ძალებს 250-ზე მეტი რაკეტის და სხვადასხვა ტიპის დრონების მოგიერიებაში უკვე დაეხმარა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. გერმანიამ უკრაინას 7 ერთეული IRIS-T-ის სისტემა უკვე მიაწოდა. მომდევნო 4 ერთეულს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს, დარჩენილი სისტემები კი მომდევნო წლის ბოლომდე გადაეცემა. "ეს აჩვენებს, რომ უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა არ იკლებს. გერმანია 6 ერთეულ IRIS-T-ის სისტემას საკუთარი თავდაცვის ძალებისთვისაც შეიძენს, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივაში, რომელიც 21 ქვეყანას აერთიანებ", - აცხადებს შოლცი.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)