21:57 - 08 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 15:51:51, 294 ნახვა

საზოგადოება
Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს - Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ქარხნული გარანტიის ამოწურვის შემდეგ. ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება „ტოიოტას“ ოფიციალური დილერებისგან შესყიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც გეგმური ტექნიკური მომსახურება ასევე ოფიციალურ სადილეროებში აქვთ ჩატარებული. Toyota 10 არ ეხება ამერიკულ ან სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს.

ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, ხოლო ჰიბრიდულ სისტემებზე - ხუთი წლის. გეგმური ტექნიკური შემოწმების შემდეგ შესაძლებელი ხდება, დამატებითი გარანტია გახანგრძლივდეს ერთი წლით ან 10 000 კილომეტრით, რომელიც უფრო ადრე დადგება. მძღოლს გარანტიის გახანგრძლივება შეუძლია წელიწადში ერთხელ, სანამ ავტომობილის ასაკი 10 წელს მიაღწევს, ხოლო გარბენი - 160 000 კმ-ს. 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი„Toyota-ს ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით გაზრდა ხაზს უსვამს, რომ კომპანია დარწმუნებულია პროდუქციის ხარისხში და ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ამასთანავე, საგარანტიო პერიოდში უზრუნველყოფს ავტომობილის ხანგრძლივ და ეფექტიან მუშაობას  რაც მომხმარებლის სიმშვიდესაც გულისხმობს.  მთავარი, რაც ამ გარანტიას გამორჩეულს ხდის, ის არის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს საგრძნობლად მცირდება მფლობელის რისკები და ხარჯები. გარდა ამისა, ხანგრძლივი გარანტია ზრდის ავტომობილის შემდგომი გაყიდვის ღირებულებას, რაც კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა. საერთო ჯამში, Toyota 10-ის გარანტია მომხმარებლებისთვის ძალიან მოგებიანი პირობაა. ის კიდევ ერთხელ ამყარებს ტოიოტას სამ ძირითად უპირატესობას: ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებით სარგებლობა იმ მძღოლებსაც შეუძლიათ, რომელთა ავტომობილებს ქარხნული გარანტიის ვადა ამოეწურათ. ტექნიკური შემოწმების ნაცვლად გეგმიური სერვისის სრულად ჩატარება და ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრის შემდეგ შესაძლებელია, ავტომობილი გარანტიაზე დაბრუნდეს.

დამატებითი  გარანტია ვრცელდება ძირითად აგრეგატებზე, როგორებიცაა: ძრავა, ბენზინისა და დიზელის საწვავი სისტემები, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფები, საჭის მექანიზმი, კონდიციონერის კომპრესორი, აუდიოსისტემა, ელექტრობა, ჰიბრიდის შემთხვევაში - ინვერტორი, ელემენტები და ა.შ.

დამატებით გარანტიაზე არ ვრცელდება იგივე პირობები, რაც ძირითადი ქარხნული გარანტიის შემთხვევაში და არ ფარავს ისეთ ცვეთად დეტალებს, როგორებიცაა: სამუხრუჭე ხუნდები, ამორტიზატორები, აკუმულატორი, ასევე ვიდეო/ნავიგაციის სისტემები, გამონაბოლქვის სისტემები და ა.შ.

დამატებითი გარანტიის მისაღებად ავტომობილს გეგმური ტექნიკური შემოწმება „ტოიოტას“ ოფიციალურ სადილეროში უნდა ჰქონდეს ჩატარებული, სადაც ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება გაწეული იქნება „ტოიოტას“ სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ ორიგინალი სათადარიგო ნაწილებისა და მოწინავე დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენებით.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გრეგოროვა - კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეგვიძლია, მაგრამ არ გვინდა, რომ საქართველო ოკუპანტს ჩავუგდოთ ხელში
ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სარჯველაძე - ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად თითქმის 50 მილიონი დოლარი გაყიდა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics