|
2024-09-04 12:21:22, 525 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულების დაბომბვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა
პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსი, დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და საოფისე შენობა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. “დაშავებულია 271 ადამიანი, გადაარჩინეს 25 ადამიანი, მათგან 11 ნანგრევებიდან ამოიყვანეს. განახლებული მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ხუთამდე ადამიანი იმყოფებოდეს“,- ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არ ასახელებს თავდასხმის საგანმანათლებლო დაწესებულებას, მაგრამ მათი განცხადებებიდან და მედიის ინფორმაციით, ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი - სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტი. რუსი სამხედროები პოლტავაზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ირანში ახალი ლიდერის დანიშვნა, როგორც ეს ადრე გააკეთა ვენესუელაში
ორბანი: უნგრეთი უკრაინისთვის 90 მილიარდს დაბლოკავს, სანამ „დრუჟბა“ ფუნქციონირებას არ განაახლებს
ირანმა ომში რუსეთისა და ჩინეთისგან „პოლიტიკური და სხვა“ დახმარების შესახებ განაცხადა
უკრაინის სახელმწიფო ბანკის ინკასაიას, რომელიც უნგრეთმა დააკავა, 40 მილიონ დოლარი, 35 მილიონ ევრო და 9 კგ ოქრო გადაჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)