|
2024-08-30 19:36:00, 584 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - ივლისის თვე მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია - ეკონომიკურმა ზრდამ 13%-ს მიაღწია
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივლისის თვე მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია. პირველ რიგში, ეს შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რომელმაც, 13% შეადგინა და ჯამურად იანვარ-ივლისის პერიოდში 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც ისევ გვაახლოებს ორნიშნა მაჩვენებელს, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციებს. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ივლისის თვეში, წინასწარი შეფასებით, ასევე მკვეთრადაა გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით - დაახლოებით 20%-ის ოდენობით. ამასთან, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,344 ერთეულს გაუტოლდა, რაც წინა წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.1 პროცენტით აღემატება. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში ტრადიციულად მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ასევე ვაჭრობის და ტურიზმის სექტორებმა. ამასთან, ივლისში ექსპორტი ასევე რეკორდულად, 29.9%-ით გაიზარდა და 684.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ კი წინა წლის ივლისთან შედარებით 17.8% და შესაბამისად, 293.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 8.1%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ჯამურად იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.9 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.2%-ით აღემატება. „აღნიშნული შედეგები და ზოგადად, ის ეკონომიკური დინამიკა, რომელიც ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს მთელი რიგი ეკონომიკური მიმართულებებით", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)