|
2024-08-30 16:17:46, 578 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - თუ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ამ კანონს ხალხი 26 ოქტომბერს გააუქმებს
თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საუბრისას განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ მკაფიო არჩევანი - "დადგნენ ან ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე". "საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთეს არჩევანი რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროტესტით მათ უთხრეს არა რუსულ კანონს და კი ევროპას! ახლა ჯერი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზეა და თითოეულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიო არჩევანი - დადგნენ ან ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით გადაარჩინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ან ივანიშვილის სურვილისამებრ დაასამაროს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მე დარწმუნებული ვარ, რომ „თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონსთავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ,
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)