|
2024-08-30 15:31:04, 358 ნახვა
საზოგადოება
კალაძე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო
საბურთალოს რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მომავალი წლის იანვარში დასრულდება. "პროექტის შედეგად, ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის გავლით, პირდაპირ შეგვეძლება ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა. საექსკავაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ძალიან მალე გვირაბის მოწყობაც დაიწყება. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან. იყო კონკრეტული სახლი, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა ამ გზასთან მიმართებაში. შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და აღნიშნული შენობა-ნაგებობის გამოსყიდვა მოხდება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროექტი სწორხაზოვნად განხორციელდეს და არ მოგვიწიოს შეფერხება. წყნეთიდან, ბაგებიდან წამოსულ ავტომანქანებს არა მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენება, არამედ პირდაპირ ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა და იქიდან ვაჟა-ფშაველაზე გადასვლა შეეძლებათ", - განაცხადა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა. აღნიშნული პროექტი, რომელსაც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, 2025 წლის იანვარში დასრულდება. გვირაბის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით დაფინანსდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)