|
2024-08-29 09:21:27, 453 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელი ლტოლვილებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების გამო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს ბრალი წავუყენეთ - ჩეხეთის პროკურატურა
ჩეხეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდის, Help Ukraine-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ გერგელს თანხების მითვისების გამო ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, გამოძიება ეჭვობს, რომ გერგელმა ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან საზოგადოებრივი ცენტრის, “როზტილის“ დასაფინანსებლად გამოყოფილი 20 მილიონი კრონიდან თანხის ნაწილი მიითვისა. “აღნიშნული ცენტრი უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი შვილების ინტეგრაციის მიზნით დაარსდა და ის უკრაინელი ლტოლვილებისთვის უფასო უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩეხეთის ტელევიზიამ გამოარკვია, რომ ფონდი Help Ukraine თანხას იღებდა უკრაინელი მშობლებისგან და ცენტრის აღმზრდელებს თვეების განმავლობაში არ უხდიდა ანაზღაურებას. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ განათლების სამინისტროსგან 15 მილიონი ჩეხური კრონის პირველი ტრანშის მიღებიდან მეორე დღესვე გერგელმა ორი მილიონი კრონი დედის ანგარიშზე გადარიცხა. მოგვიანებით კი დაახლოებით ექვს მილიონამდე კრონი გაანაღდა ფონდის ანგარიშიდან და რვა მილიონი კრონი პრაღაში ბინის შესაძენად გადაიხადა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა გერგელს 12 მილიონი ჩეხური კრონის ღირებულების აქტივები დაუყადაღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)