22:22 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-28 10:07:25, 529 ნახვა

მსოფლიო
ვასილი გოლუბევი - როსტოვის ოლქში ნავთობბაზა იწვის

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნავთობბაზა იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ავრცელებს.

გოლუბევის თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ნავთობის საცავი, რომელსაც სავარაუდოდ ღამით უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, განაგრძობს წვას და კვამლი ნალექი ათეულ კილომეტრზეა გავრცელებული. 

"ამ ბაზას 3 აგვისტოს ღამეს უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაშინ ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. ბაზიდან უკრაინის ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 30 კილომეტრია. მონაცემები ზუსტდება და მსხვერპლი არ ყოფლა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსული წყაროები ამბობენ, რომ იწვის საწვავის საცავი "როსრეზერვის" "ატლასის ქარხანა". ნავთობის საცავი ეკუთვნის სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics