|
2024-08-25 15:49:13, 523 ნახვა
პოლიტიკა
ფავლენიშვილი - 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა სურს - „ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, თუ აღმშენებლობა“
ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა, ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა სურს - "ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, თუ აღმშენებლობა“. "ახლა უნდა ვიმყოფებოდეთ ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ, საუკეთესო საკრუიზო პორტ "როიალ კარიბიანში“, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს აღმშენებლობასთან, მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან იყო დაკავშირებული, გააჩერა, ისევე, როგორც გააჩერა მთელი ქვეყანა. დღეს ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული. არადა, ბათუმი იყო ცნობილი განვითარების სწრაფი ტემპით, რომელიც მსოფლიოში იყო საუკეთესო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გპირდებათ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, შემოვა 5 მილიონი ტურისტი - სწორედ ამ საკრუიზო პორტს უნდა შემოეყვანა მაღალბიუჯეტიანი ტურისტები არამხოლოდ ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც აქ დახარჯავდნენ ფულს. მხოლოდ ამ საკრუიზო პორტის მეშვეობით ასობით ათასი ტურისტი ერთ სეზონზე ესტუმრებოდა რეგიონს. 26 ოქტომბერს არჩევნებია. რა გვსურს ჩვენ? ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, გვსურს მიხეილ სააკაშვილისა და თავისუფალი საქართველოს იდეის ტყვეობა თუ გვსურს აღმშენებლობა, თუ მოგვენატრა ტემპი, ახალი პორტები, აეროპორტები, ახალი სამუშაო ადგილები? ასე რომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ვირჩევთ "როიალ კარიბიანის" აშენებას, მაღალშემოსავლიან ამუშაო ადგილებს და ვირჩევთ უამრავ ინვესტიციას აჭარაში",- განაცხადა ფავლენიშვილმა.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)