|
2016-02-19 13:02:46, 680 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: აწარმოე საქართველოში“ შესატანი ცვლილებები კერძო სექტორის მოთხოვნით იყო ნაკარნახევი
მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები კერძოდ ქვედა ზღავრს შეეხო. ქვედა ზღვარი მცირდება და ცვლილებებიდან გამომდინარე, ზღვარი 75 ათასი დოლარით და 150 ათასი ლარით დადგინდა. „დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული ცვლილებები გამოვიტანეთ, კერძოდ კი ეს ქვედა ზღავრს ეხება. მოგეხსენებათ, რომ ქვედა ზღავრი პროგრამაში იყო - 250 ათასი ლარი და 150 ათასი დოლარი, შესაბამისად ახალი განკარგულების მიხედვით, ეს ზღვარი მცირდება. ზღვარი დაწესდება 75 ათასი დოლარით და 150 ათასი ლარით. მას მერე რაც ჩვენ საწარმოების გაფართოების ნაწილი დავამატეთ, აღნიშნული კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბენეფიციარების რაოდენობა პროგრამაში გაიზარდოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, თვითონ ცვლილება კერძო სექტორის მოთხოვნით იყო განპირობებული და ასევე ბანკებთან არა ერთი კონსულტაციით. „გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ბანკებთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ. ლარში ჩვენ გვქონდა დაწესებული მაქსიმალური ზედა ზღვარი, რომელიც იყო 13% და აღნიშნული ზედა ზღვარი გავზარდეთ. შესაბამისად, თანხების რაოდენობის მიხედვით ის გაიზარდა; 3-დან 5 მილიონ ლარამდე კრედიტის შემთხვევაში - ეს იქნება 15% საიდანაც ჩვენ გარკვეულ ნაწილს დავასუფსიდირებთ, ასევე 16% იქნება 1.5-დან 3 მილიონი ლარის შემთხვევაში და 17% - 1 მილიონ ლარამდე სესხების შემთხვევაში იქნება.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)