08:50 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 12:35:59, 395 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ბრუნდება

TEDxTbilisi Youth, “თიბისის“ მხარდაჭერით, 8 სექტემბერს “რედისონ რედში“ ჩატარდება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას  გაგვიზიარებენ.

TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. “ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.

TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.

“ალბათ, ყველანი ყოველთვის ძიების პროცესში ვართ, თუმცა ყველაზე მძაფრად ეს პროცესი ახალგაზრდობის პერიოდში აღიქმება, დღეისათვის ყველაზე აქტუალური და საინტერესო სწორედ ახალგაზრდების განცდები და გამოცდილებაა. საკმაოდ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და დარწმუნებულები ვართ, მათი ისტორიები მსმენელისთვისაც, ისეთივე შთამაგონებელი იქნება, როგორც ჩვენთვისაა",- აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია “თიბისი“.

“თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.

შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები “თიბისის“ მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics