|
2024-08-16 13:14:15, 593 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაცია - საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშება
“თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაცია - საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშება “თიბისი კაპიტალმა“ გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, კვლევა აჩვენებს, რომ აშშ დოლარში გამოსახულ უძრავი ქონების ფასზე გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი მოქმედი ფაქტორია. საქართველოს შემთხვევაში, შედარებით ძლიერი გაუფასურებების ეპიზოდებში, ზეგავლენა თითქმის 50%-ს შეადგენს. ასევე, იკვეთება კავშირი გამყარების შემთხვევებშიც. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ფასები ნაწილობრივ უცხოურ და ნაწილობრივ ადგილობრივ ვალუტაშია დენომინირებული. პუბლიკაციაში ასევე განხილულია დაფინანსების სტრუქტურაში მხოლოდ აშშ დოლარის ნაცვლად, ევროს გამოყენების რაციონალიც, როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალო და გრძელვადიანი ინდიკატორებიდან გამომდინარე. ამასთან, ასევე დაფარულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების კონტექსტში ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის საკითხიც. ავტორთა შეფასებით, შემოთავაზებული დაფინანსების სტრუქტურა, რომელიც ლარი/ევრო/დოლარის კალათით განისაზღვრება, არა მხოლოდ სტრესული სცენარის დროს არის რაციონალური, არამედ, საბაზო სცენარშიც ბიზნესისათვის უფრო ეფექტიან არჩევანს წარმოადგენს. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)