|
2024-08-15 17:12:05, 500 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა
არავის მივცემ უფლებას პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "პრეზიდენტს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელების გაცილების დღეს, როდესაც სიტყვითაც გამოვიდა". "არავის მივცემ უფლებას, პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება. კერძოდ, თანაბარი სტიპენდიების პროგრამა, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების სამართლებრივი სტატუსი, სპორტსმენებისა და პარაათლეტების, ასევე, მწვრთნელბისა და ექიმების დაფასება/წახალისების პროგრამები და რაც მნიშვნელოვანია, თანაბარი პრემიების დაწესება ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულთა და პრიზიორებისთვის. ასევე, სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა. თუ დისკრიმინაციად მიაჩნდა ეს და ახლა ხელოვნურ მომიზეზებას არ აქვს ადგილი მისი მხრიდან, მაშინ რატომ დუმდა 23 ივლისს? რატომ არაფერი თქვა? საზოგადოებამ, ასევე, იხილა პარალიმპიელთა გაცილების ღონისძიება 31 ივლისს, რომელიც უმაღლეს დონეზე გაიმართა და პარალიმპიური სპორტის პოპულარიზაციისთვის იყო უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. მისი “ლოგიკით”, დისკრიმინაციაა ისიც, რომ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონია პარიზში ცალ-ცალკე იმართება. რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზული და სასაცილოა. და ბოლოს, მით უმეტეს მაშინ, როცა პარალიმპიადის გახსნამდე დღეებია დარჩენილი და ჩვენი პარაათლეტები საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პარიზი2024-სთვის აქტიურად ემზადებიან, საწვრთნელ შეკრებებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთსა და იტალიაში გადიან, მათი ხსენება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არის უკიდურესად მიუღებელი და უპასუხისმგებლო!“ - წერს რატი იონათამიშვილი.
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)